მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წინა წლის მსგავსად, 2021 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, საერთო კრებები იმართება სოფლებში.
საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა 836 000 ლარია, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ადმინისტრაციულ ერთეულებზე გადანაწილდა.
ქსოვრისის, წილკნის, ნატახტრის, მუხრანის, ვაზიანის, ძალისის და მისაქციელის ადმინისტრაციული ერთეულისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის მიერ კრებებზე შეირჩა პრიორიტეტულად მიჩნეული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, კერძოდ:
ქსოვრისში - საბავშვო ბაღის კეთილმოწყობა და შემოღობვა,
ვარდისუბანში - სარწყავი არხის დასრულება ,
წილკნის ადმინასტრაციულ ერთეულში
წილკანში - გარე განათების მოწყობა, სანიაღვრე და ცხაურების რემონტი,
ერედა - გარე განათების მოწყობა და შიდა საუბნო გზების მოხრეშვა ,
ნატახტრის ადმინისტრაციულ ერთეულში
ნატახტარში - შიდა საუბნო გზების მოხრეშვა,
ახალუბანში გარე განათების მოწყობა და ბოგირის მშენებლობა,
მუხრანის ადმინისტრაციულ ერთეულში
მუხრანში- გარე განათების მოწყობა,
პატარა ქანდაში - სანიაღვრე არხის მოწყობა შიდა საუბნო გზებზე,
ძველი ქანდის ადმინისტრაციულ ერთეულში
შიდა საუბნო გზების მოხრეშვა
ვაზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში
გარე განათების მოწყობა და შიდა საუბნო გზების მოხრეშვა ,
ძალისის ადმინისტრაციულ ერთეულში
გარე განათების მოწყობა ,
მისაქციელის ადმინისტრაციულ ერთეულში
გარე განათების მოწყობა,
აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურულ კეთილმოწყობას ისახავს მიზნად. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სოფელში მცხროვრებთა რაოდენობის მიხედვით გარკვეულ თანხას გამოყოფს, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი მოსახლეობა პრიორიტეტულ პროექტებს თავად განსაზღვრავს. ამ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად მოსახლეობასთან კონსულტაციები რამდენიმე სოფელში უკვე ჩატარდა, ეტაპობრივად დარჩენილ სოფლებშიც დაგეგმილია შეხვედრები, რომლებიც 11 თებერვლამდე გაგრძელდება. ყველა დასახელებული პროექტი კი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ძალისხმევით წლის ბოლომდე განხორციელდება.