ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის განახლება აქტიურად მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის განახლება აქტიურად მიმდინარეობს

  • 2021-02-08 12:13:45

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის განახლება აქტიურად მიმდინარეობს.

ზუგდიდის N მე-16 საბავშვო ბაღში სამუშაო პროცესს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი ჩიქოვანი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟია გაეცნენ.

როგორც მერმა აღნიშნა, ზუგდიდის მერია მე-16 საბავშვო ბაღს სრულ რეაბილიტაციას უტარებს.

"ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია-განახლების პროცესი აქტიურად გრძელდება. ახლა ჩვენ ვიმყოფებით მე-16 საბავშვო ბაღში, სადაც მოხდა ფასადის რეაბილიტაცია და დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემები. ამჟამად ხორციელდება შიდა სამუშაოები და აღნიშნულ ბაღს ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია. მსგავსი პროექტი ზუგდიდის სამ ბაღში მიმდინარეობს და პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა ბაღი არ დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტის შესაბამის მოთხოვნებს"-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, მოეწყობა საბავშვო ბაღის ეზო და განახლდება მისი ღობე. ახალი ინფრასტრუქტურა კი შესაძლებლობას მისცემს აღსაზრდელებს, სრულად კომფორტულ გარემოში გააგრძელონ სწავლა.

ასევე, მე-16 ბაღში “საქართველოში საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენება” ფარგლებში შენობის რეაბილიტაცია განხორციელდა, რაც ენერგოეფექტურობას გაზრდის.

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

 

იხილეთ ვიდეო

მსგავსი პოსტები