ზესტაფონში, დევნილთა დასახლებაში სათამაშო მოედანი მოეწყო. ბავშვთა გასართობი სივრცის მოწყობა, კვალითის დასახლებაში, გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
ბავშვთა გასართობი სივრცე, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ვინსენტ დონტომ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან და ზესტაფონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს. ასევე, მოსახლეობისგან მოისმინეს ინფორმაცია არსებული საჭიროებების შესახებ.
გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით არსებულ დევნილთა დასახლებებში 18 მცირე მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე დასრულდა და დამატებით კიდევ 6 პროექტი განხორციელდება.
გერმანიის მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობასთან ერთად მათ განსახლებას, ეკონომიკურ გაძლიერებას და განათლების მხარდაჭერას ითვალისწინებს, დანიის ლტოლვილთა საბჭო ახორციელებს.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.