თელავს მუნიციპალური ტრანსპორტი პირველად მოემსახურება. დღეიდან ქალაქში 5 ახალი ავტობუსი მოძრაობს, უახლოეს მომავალში კი, კიდევ 5 ავტობუსი დაემატება.
საწყის ეტაპზე ავტობუსით მგზავრობა უფასო იქნება.
ახალი ავტობუსები თელავს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში გადასცა. EURO 5 -ის ტიპის ავტობუსები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერითაა შეძენილი.
ახალი ავტობუსები შეესაბამება თანამედროვე სტანდარტის ყველა ტექნიკურ მოთხოვნას. მათ შორის, ავტობუსები აღჭურვილია ევროსტანდარტების შესაბამისი ვენტილაციის სისტემით.
ავტობუსებში დაცული იქნება რეკომენდაციები COVID-19-ის პრევენციისთვის. ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ავტობუსებს დეზინფექცია ჩაუტარდებათ.
ახალი ავტობუსები მნიშვნელოვანია ეკოლოგიის დაცვის თვალსაზრისითაც.
ყველა ავტობუსი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს ავტობუსების პარკის განახლება.
2020 წელს EBRD-ის მხარდაჭერით 7 ქალაქისთვის შესყიდულია 183 ავტობუსი:
ქუთაისი (60)
რუსთავი (40)
გორი (30)
ზუგდიდი (25)
თელავი (10)
ფოთი (10)
ბათუმი (8 - ელექტროავტობუსი)
აქედან მუნიციპალიტეტებს უკვე გადაეცათ 126 ავტობუსი.
პროექტი საშუალებას მისცემს მოსახლეობას ისარგებლონ თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული მუნიციპალური ტრანსპორტით.