კახეთში, ხვალიდან მეორე კოვიდკლინიკა დაიწყებს მუშაობას. თელავის ცენტრალური საავამყოფო 70 საწოლზეა გათლილი, რომელიც სპეციალური ტექნიკით აღიჭურვა. უკვე დამონტაჟებულია ხელოვნული სუნთქვის აპარატები.
ამ თემაზე სპეციალურ ბრიფინგზე კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა. ირაკლი შიოშვილის განცხადებით, კოვიდკლინიკების გარდა, თელავის მუნიციპალიტეტში გაიხსნა მეორე კოვიდსასტუმრო, სადაც მოქალაქეებს ექიმთან ერთად გადამზადებული კადრები მოემსახურებიან.
დაინფიცირებულთა ზრდის ფონზე შიოშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან ჯანდაცვის უწყებების მიერ გაცემული და არსებული რეგულაციები.
„პირველ რიგში, გეტყვით, რომ დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის მიუხედავად, რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის მასშტაბით ეპიდვითარება სტაბილური და კონტროლირებადია. მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს, რამდენადაც ადგილობრივი ხელისუფლება და ეპიდემიოლოგები 24-საათიან რეჟიმით ვმუშაობთ იმისათვის, რომ სტაბილური ვითარება შენარჩუნდეს. რეგიონში სპეციალური აპარატურით და პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებულია ორი საავადმყოფო, რომელიც კოვიდკლინიკის სტატუსს შეიძენს და სადაც ხვალიდან კოვიდდაინფიცირებულების გადაყვანა და მათი მკურნალობა მოხდება“,- განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.
თელავის გარდა, კოვიდკლინიკა რამდენიმე დღეა პაციენტებს უკვე ემსახურება ლაგოდეხში. “არქიმედეს” საავადმყოფო 30 საწოლზეა გათვლილი. ბოლო 24 საათში, რეგიონში კორონავირუსის 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.