მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წინა წლის მსგავსად, 2021 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, საერთო კრებები იმართება სოფლებში. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა 836 000 ლარია, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ადმინისტრაციულ ერთეულებზე გადანაწილდა.
საგურამოს, გალავნის, ჯიღაურის ადმინისტრაციული ერთეულისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის მიერ კრებებზე შეირჩა პრიორიტეტულად მიჩნეული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, კერძოდ:
საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში
საგურამო - გარე განათების მოწყობა
წიწამური - მოსასვენებელი სკვერის მოწყობა
შანკევანი - წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა
არაშენდა - მოსასვენებელი სკვერის მოწყობა
ახალსოფელი - მოსასვენებელი სკვერის მოწყობა
გალავნის ადმინისტრაციულ ერთეულში
გალავანი - გარე განათების დასრულება, შიდა საუბნო გზების მოხრეშვა
ზაქარო - წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია
წინამძღვრიანთკარი - გარე განათების მოწყობა, საუბნო გზების მოხრეშვა
ჯიღაურას ადმინისტრაციულ ერთეულში
ჯიღაურა - გარე განათების მოწყობა
ბიწმენდი - გარე განათების მოწყობა, საუბნო გზების მოხრეშვა
აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურულ კეთილმოწყობას ისახავს მიზნად. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სოფელში მცხროვრებთა რაოდენობის მიხედვით გარკვეულ თანხას გამოყოფს, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი მოსახლეობა პრიორიტეტულ პროექტებს თავად განსაზღვრავს. ამ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად მოსახლეობასთან კონსულტაციები რამდენიმე სოფელში უკვე ჩატარდა, ეტაპობრივად დარჩენილ სოფლებშიც დაგეგმილია შეხვედრები. ყველა დასახელებული პროექტი კი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ძალისხმევით წლის ბოლომდე განხორციელდება.