მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეთა სოციალური დახმარების კუთხით სხვადასხვა პროგრამებს ახორციელებს.
მარტვილის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესისი ფარგლებში მოქმედებს შემდეგი პროგრამები:
მოსახლეობის სამედიცინო დახმარება;
ახალშობილთა ერთჯერადი დახმარება;
უკიდურესად შეჭირვებულთა ერთჯერადი დახმარება
• პირველი ჯგუფის უსინათლოთა დახმარება;
• ჩერნობილის ავარიის შედეგად დაზარალებული პენსიონრების დახმარება;
• დიალიზზე მყოფი მოქალაქეების დიალიზის ცენტრში ტრანსპორტირების დაფინანსება;
• შშმ (მკვეთრად გამოხატული) პირთა დახმარება;
• სტუდენტების დახმარება;
• უსახლკაროთა ბინის ქირის თანხით უზრუნველყოფა;
100 წლის და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა დახმარება;
ხანძრით, მიწისძვრით ან სხვა ბუნებრივი კატასტროფით დაზარალებული მოსახლების დახმარება;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი დახმარება;
ომის მონაწილეთა, დევნილთა და მარტოხელების სარიტუალო დახმარება;
ობოლი ბავშვების ერთჯერადი დახმარება;
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება;
ომის ვეტერანთა სოციალური უზრუველყოფის ხარჯები (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, დიდი სამამულო ომის მონაწილეების, 9 აპრილის, 9 მაისის და აგვისტოს მოვლენებში დაზარალებულთა ოჯახების დახმარება).
სოციალური პროგრამებით სარგებლობა შეუძლია მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეებს. პროგრამების მიზანია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.