ფოთში გრძელდება ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები. საავტომობილო გზის რეაბილიტაციასთან ერთად, მიმდინარეობს ტროტუარების კეთილმოწყობა, ფილებით მოკირწყვლა, საყვავილეების მოწყობა და სხვა სამუშაოები.
თავდადებულისა და ბერდიანსკის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია და მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე თოფურია გაეცნენ.
„ფოთში აქტიურად ვახორციელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ მოსახლეობა განახლებული, მოწესრიგებული გზებით ისარგებლებს. ფოთის მუნიციპალიტეტისათვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მხრივ სამუშაოები მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება" - განაცხადა ფოთის მერმა.
განახლებული და მოწესრიგებული გზები მნიშვნელოვანია მოსახლეობის კომფორტულად გადაადგილების თვალსაზრისით, ამ მიზნით, ფოთის მუნიციპალიტეტში 17 463 626 მილიონი ლარი იხარჯება.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.