ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებისა და თანამშრომლების მასიური ტესტირება დაიწყო.
როგორც ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი აცხადებს, საგანმანათლებლო სფეროში მომუშავე თანამშრომლების სავალდებულო ტესტირება, ინფექციის გავრცელების კონტროლისა და პრევენციის მიზნით, „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. PCR კვლევასა და ანტიგენის ტესტირება, ორ კვირაში ერთხელ, 28 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და თანამშრომელებს ჩაუტარდება.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სავალდებულო ტესტირება ეტაპობრივად სხვადასხვა სეგმენტს მოიცავს - სამედიცინო პესრონალს, შშმ პირებს, ხანდაზმულებს, საბავშვო ბაღისა და დღის ცენტრის, აგრარული ბაზრისა და მაღაზიის, სამარშუტო და კერძო ტაქსის მძღოლებსა და სხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებს.
ტესტირებას მუნიციპალიტეტის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ექიმი - ეპიდემიოლოგები განახორციელებენ.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.