ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია პანდემიით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად მოქალაქეებზე სოციალური დახმარებების გაცემას განაგრძობს.
აღნიშნულ საკითხი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, ჯანდაცვისა და მერიის სოციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილა.
ვარლამ ჭიპაშვილის განცახდებით, პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად მერია, ამ ეტაპზე, საკვებ პროდუქტებს 25 000 ლარის ფარგლებში შეიძენს. ამ თანხით, ერთჯერადად, საკვები პროდუქტების ნაკრებს 500 შეჭირვებული ოჯახი მიიღებს.
მისივე განცხდებით მერიამ მსგავსი სოციალური აქცია, წინა საახალწლოდაც განახორციელა, რომელზეც 34 000 ლარი გახარჯა და საკვები პროდუქტები 700 ბენეფიციარს გადაეცა.
როგორც მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი განმარტავს, გარდა ამისა, მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე, სოციალურად დაუცველი და პანდემიით დაზარალებული მოქალაქეებისთვის გაიცემა ერთჯერადი დახმარებები 100-იდან 500 ლარის ფარგლებში:
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით, მიმდინარე წლის მარტის თვიდან ერთჯერადი ფინანსური დახმარებების ლიმიტი 100 ლარიდან 500 ლარამდე გაიზარდა, ამ თანხით შევძლებთ მძიმე სოციალური ფონის მქონე მოქალაქეებს დავეხმაროთ, შესაძლოა ეს საკმარისი არ იყოს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში და ჩვენი ბიუჯტის ფინანსური მდგომარეობის შესაბამისად, სოციალური აქტივობები გაიზრდება“- განმარტა ვარლამ ჭიპაშვილმა.
მისივე განცხადებით, კორონა ვირუსის პანდემიით შექმნილი რეალობის შესაბამისად, თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე და სოციალურ უზრუნველყოფაზე ზრუნვა, მერიის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა და პრიორიტეტია. ამიტომ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ 2021 წლისთვის სოციალური პროგრამები 1 მილიონ 105 ათას ლარამდე გაზარდა, აღნიშნული თანხით მერიაში 22 სოციალური ქვეპროგრამა მოქმედებს.