ზესტაფონში, სოფელ საზანოს 7 კმ - იანი გზის რეაბილიტაცია გრძელდება.
სოფელ საზანოში, ტყლაპივაკე - სასახლის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, გზის აღდგენის სამუშაოები 7 კმ- იან მონაკვეთს უტარდება.
საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტზე მიმდინარე სამუშაოები, ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ და ვიცე მერმა დავით მაღრაძემ დაათვალიერეს და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
„საზანოს ადმინისტრაციულ ერთეულში მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დავიწყეთ. ტყლაპივაკე - სასახლის გზით, ყოველდღიურ რეჟიმში ასეულობით ადამიანი სარგებლობს. საავტომობილო გზა ასევე, სოფლის მოსახლეობას სხვა მუნიციპალიტეტთანაც აკავშირებს. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრვ მოსახლეობას სრულად გამართული ინფრასტრუქტურა ექნება სოფელში. რეაბილიტირებული გზით, ისინი, ყოველგვარი ბარიერების გარეშე შეძლებენ გადაადგილებას“. - ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე
გზის რეაბილიტაციაზე 2 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. პროექტის მიხედვით, საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარი მოეწყობა. სატენდერო ვალდებულებით, გზის მშენებლობას შპს „მამისონი“ ახორციელებს.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.