ქუთაისის ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება, ჯამში სარეაბილიტაციო ქუჩების საერთო სიგრძე 34 კმ-ზე მეტია.
რეაბილიტაციის ფარგლებში, იგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, ეწყობა წყალგამტარი მილები, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები.
2019 წლიდან დღემდე, ქუთაისის 60 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა, მათ შორის 2 ცენტრალური - აღმაშენებლისა და წერეთლის ქუჩების სრული რეაბილიტაცია 2020 წლის სექტემბრში დაიწყო, ხოლო 2019-2020 წლებში დასრულდა 2 ცენტრალური - ახალგაზრდობისა და ჭავჭავაძის გამზირების რეაბილიტაცია.
პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს, პროექტის ღირებულება 39 მილიონ ლარზე მეტია.
2020 წელს, ქალაქების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში ჯამში 113 ქუჩის რეაბილიტაცია ხორციელდებოდა, საიდანაც 40 ქუჩის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია, ხოლო დანარჩენ მათგანზე სამუშაოები მიმდინარეობს.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.