დღეს სოფელ ბუკნარში მოქალაქეებთან შეხვედრა გაიმართა.
ადგილობრივებს სხვადასხვა საკითხის განხილვის პარალელურად მნიშვნელოვანი სიახლე გავაცანით. ეს ეხება ბუკნარის ცენტრის რეაბილიტაციას, კეთილმოწყობას.
ცენტრის მოწესრიგება გულისხმობს ადგილზე დეკორატიული ფილების მოწყობას, გამწვანებული ტერიტორიებს, ახალ გარეგანათების სისტემას. ასევე დაიდგმება საპარკე სკამები, სავარჯიშო ტრენაჟორები, ფანჩატურები. მოეწყობა და მოპირკეთდება გარემო.
ცენტრების კეთილმოწყობის პროექტი მერია რამდენიმე წელია ახორციელებს.
ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. სამომავლოდ ქობულეთში რამდენიმე ადმინისტრაციული ცენტრის მოწყობა იგეგმება.
პარალელურ რეჟიმში მოვისმინეთ ადგილობრივების საჭიროებები, მათი ხედვები დასახლებაში მოსახლეობისთვის უკეთესი პირობების შექმნის მიზნით.
შეხვედრა მოადგილეებთან ლევან ზოიძესთან და დავით ვერულიძესთან, უმაღლეს საბჭოს დეპუტატები ცოტნე ანანიძე და ფატი ხალვაში, საკრებულოს ფრაქცია „ ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი გოგიტიძე და ჩაქვის მაჟორიტარი დეპუტატი ქობულეთის საკრებულოში მამუკა შამილიშვილი და მერიის ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელთან ერთად გავმართეთ.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.