ქობულეთის მუნიციპალიტეტში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა და ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
ქობულეთში წესრიგდება ქალაქის შემოერთებული ნაწილის, ე.წ გელაურის დასახლების ეზოები.
პროექტი ითვალისწინებს სავალი ნაწილის და ტროტუარების დეკორატიული ფილებით მოპირკეთებას. ადგილზე ეწყობა სანიაღვრე სისტემა, იგება მწვანე ზოლი, მონტაჟდება გარე განათება. პროექტი 2020 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება.
მრავალბინიანი ეზოების კეთილმოწყობის პროექტს მუნიციპალიტეტის მერია 2015 წლიდან ახორციელებს. ჯამში ამ დრომდე 25-ზე მეტი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზო მოწესრიგდა.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები, გელაურში ასევე ვილარის ეზოში მიმდინარეობს. აღნიშნული ეზოს მოწესრიგება დასკვნით ეტაპზეა.
სამუშაო პროცესს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე გაეცნენ.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.