ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის და საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში შშმ პირებმა ეტლები მიიღეს.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ეტლების უფასოდ გადაცემას, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, მეხუთე წელია ახორციელებს საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის. პროექტი დონორი ორგანიზაციის LDS Charities - დაფინანსებით ხორციელდება.
სოციალური პროგრამის ფარგლებში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 28 ეტლი დარიგდა. ეტლების დარიგების პროცესში, ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე, მოადგილე, ელგუჯა კვეტენაძე და საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე იღებდნენ მონაწილეობას.
„სოციალური პროექტის დახმარებით, ძალიან ბევრ ადამიანს შეუმსუბუქდა ყოველდღიური ცხოვრება. მინდა მადლობა გადავუხადო საერთაშორისო ასოციაციას „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ , რომელიც 2016 წლიდან თანამშრომლობს ჩვენს მუნიციპალიტეტთან და ამ პერიოდის განმავლობაში მათ უმრავი ადამიანის დახმარება შეძლეს“, - გიორგი გოგლიჩიძე.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.