ხევი-უბისას მონაკვეთზე (F2) ავტობანის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებმა, ხარაგაულის მერიას, ერთჯერადი გამოყენების სამედიცინო პირბადეები გადასცეს.
პირბადეები პატარა ზომისაა და ის სკოლის ასაკის მოსწავლეებზეა გათვლილი.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აქცია არ იქნება ერთჯერადი ხასიათის და გარკვეული რაოდენობის პირბადეს, ჩინური კომპანიისაგან მერია უახლოეს მომავალში კვლავ მიიღებს.
ხარაგაულის მერმა ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და შემდგომი ურთიერთობებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პირბადები საჩუქრად ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებს გადაეცემათ.
„როგორც ჩინური კომპანია დაგვპირდა, პატარა ზომის პირბადეები, რომლებიც, სხვათაშორის, დეფიციტში ყოფილა, კვლავ გადმოეცემა მერიას. ჩვენ, ჩვენის მხრივ მომავალში სხვა სკოლის მოსწავლეებსაც ჩავრთავთ ამ აქციაში“- განაცხადა ხარაგაულის მერმა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.