ტყიბულის მუნიციპალიტეტში წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები დაიწო.
მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატალია კობახიძემ, მაჟორიტარ დეპუტატთან, ბეჟან წაქაძესთან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განახორციელეს და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ.
მაჟორიტარი დეპუტატი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები #3 საბავშვო ბაღში იმყოფებოდნენ, რომლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია უკვე დაიწყო. ისინი ობიექტებზე არსებულ ვითარებას გაეცვნენ და მშენებლებისგან სამუშაოების შესრულების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია 4 ჯგუფზე გათვლილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობა, რომლისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 540 000 ლარი იხარჯება. ამ დროისთვის სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს. ახალი ბაგა-ბაღი სრულად იქნება გაზიფიცირებული, წყალმომარაგებითა და ელექტოენერგიით უზრუნველყოფილი, ასევე განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის ადაპტირებული.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ახობაძის ქუჩაზე, N3 და N6 საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოების ბეტონის საფარით მოეწყობის სამუშაოებიც მოინახულეს. ეზოების რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 166 441 ლარს შეადგენს.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.