წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ (ნუკრი) ხასიამ და მერის მოადგილე ცოტნე შონიამ ქალაქ წალენჯიხაში, 150 მოსწავლეზე გათვლილი, ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის N4 საჯარო სკოლის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერეს.
სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ სკოლა ახალი ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვება, დამონტაჟდება ცენტრალიზებული გათბობა, მოეწყობა სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი და ღია სპორტული მოედანი. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ჯავა“ ასრულებს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ერთდროულად სამი ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.