2020 წელს სიღნაღის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ერთ-ერთი ამოცანა საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება იყო.
ამისათვის გასულ წელს მერიამ მთლიანობაში 17 გზის რეაბილიტაცია განახორციელა.
აღნიშნული სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რაზეც ჯამურად 6 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა და სულ 13747 მეტრი გზა დაიგო.
სავალი გზები მოწესრიგდა შემდეგ სოფლებში:
ბოდბეში, კერძოდ „მანგოაანების“ უბანში;
ჯუგაანში „ქვესადგურის ქუჩაზე“;
სოფელ ძველიანაგის შიდა საუბნო გზებზე;
ბოდბისხევში „კუსრაანთ“ უბნის გზაზე;
ანაგაში „გალავნის“ გზაზე;
ვაქირში „გარაჟების“, „ნადაანთ“ და „ხევის უბნის“ გზებზე;
საქობოში „ახმეტელის“ და „თამარ მეფის“ ქუჩებზე;
ნუკრიანში ე.წ. „ჭოტორის" უბნიში;
წმინდა ნინოს წყაროსთან მისასვლელ გზის მონაკვეთზე.
ქ.წნორის 4 ქუჩაზე. ("სიღნაღის" და "თამარ მეფის" ქუჩებზე დარჩენილი სამუშაოები 2021 წელს დასრულდება)
ჩამოთვილი გზებიდან სოფელ ძველიანაგის, „ჭოტორის“ და წმინდა ნინოს წყარომდე მისასვლელი გზების პროექტები გარდამავალია, რაც გულისხმობს, რომ სამუშაოები ორ წელზე განაწილდა და რეაბილიტაცია 2021 წელსაც გაგრძელდება.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.