2021 წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ფარგლებში სულ 53 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორცილედება.
ადგილობრივმა მცხოვრებლებმა პრიორიტეტად წელსაც შიდა საუბნო გზების გაკეთება დაასახელეს.
გზების გარდა მოეწყობა სკვერები, დამონტაჟდება გარეგანათება, წყალმომარაგების კუთხით განხორციელდება სამუშაოები, ჩატარდება შენობების რეაბილიტაცია. ასევე, იგეგმება ყველა იმ მიმართულებით ღონისძიებების გატარება, რომელიც მოსახლეობამ პრიორიტეტად აირჩია.
შიდა საუბნო გზები ბეტონის საფარით მოეწყობა შემდეგ სოფლებში: პირველი წყალტუბო, თერნალი, გუმბრა, ბანოჯა, ხომული დღნორისა, ლეხინდრისთავი, საჩხეური, ჭაშლეთი, მაღლაკი, მექვენა, დერჩი, ვანისჭალა. ქვედა ონჭეიში, მუხიანი, უკანეთი ოფურჩხეთი, გუმათი, ნამოხვანი, ჟონეთი, ჯიმასტარო, ტყაჩირი, რიონი, ზარათი, მეჩხერი, ნოღა, სორმონი, ჭოლევი, ცხუნკური, ყუმისთავი, ზედა ჩუნეში, სოფელი წყალტუბო, ქვილიშორი, ჩუნეში, გეგუთი.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სანიაღვრე არხი კეთება სოფელ გვიშტიბში, სკვერი მოეწყობა ქვედა მესხეთში, გარეგანათების ქსელი დამონტაჟდება ოფშკვითსა და საყულიაში,
წყალმომარაგების ქსელის მოწესრიგება დაგეგმილია ქვედა და ზედა ონჭეიში, ბეთქოულასა და დღნორისაში. მოსახლეობის მიერ შერჩეული ტერიტორია შემოიღობება.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.