სოფელ რგანსა და მეჩხეთურში ახალი სკოლები აშენდა!
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში- რგანსა და მეჩხეთურში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლები აშენდა.
სოფელ მეჩხეთურის სკოლაში სასწავლო პროცესი უკვე დაიწყო, რგანში კი შიდა ინტერიერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ორივე სოფელში დღეს ჭიათურის მერი გივი მოდებაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სკოლები მონიტორინგის ფარგლებში დაათვალიერეს.
სოფელ რგანში,სადაც 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აშენდა,ამ ეტაპზე შიდა ინტერიერი ეწყობა.
რაც შეეხება მეჩხეთურის სკოლას, აქ სამშენებლო პროცესი დასრულებულია და სწავლა უკვე მიმდინარეობს.
რგანისა და მეჩხეთურის სკოლების ასაშენებლად 3 560 000 ლარი დაიხარჯა.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ რგანში არსებული საჯარო სკოლის შენობა ავარიული იყო, მეჩხეთურში კი სასწავლო პროცესი კერძო პირის სახლში მიმდინარეობდა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.