ზუგდიდში რვა ქუჩაზე წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ზუგდიდში რვა ქუჩაზე წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

  • 2021-02-28 13:36:42

ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ და საქართველოს პარლამენტში ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა წყალარინების სამუშაოები თავისუფლების ქუჩაზე დაათვალიერეს.

ზუგდიდში დამატებით რვა ქუჩაზე წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

დამატებით 2 000-მდე ადამიანი წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

სამუშაოების ფარგლებში ყაზბეგის, ჯიქიას, ხელაიას, საირმის, ბარამიას, აღმაშენებლის (მიმდებარე ჩიხებით), თავისუფლებისა (მიმდებარე ჩიხებით) და კოსტავას ქუჩებზე წყალარინების ინფრასტრუქტურა ეწყობა, ასევე, წყალარინების სისტემაში ჩაერთვება სოფელ ინგირში კოლექტორის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა.

ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემების მშენებლობის შედეგად ადგილობრივ მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა მოუგვარდება და 54 000 ადამიანს 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება.

 

მსგავსი პოსტები