ზუგდიდის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა.
სააღმზრდელო პროცესის განახლება ანაკლიის ახალ საბავშვო ბაღში აღსაზრდელებს მერმა გიორგი შენგელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან მალხაზ თორიასთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟიასთან ერთად მიულოცა.
ანაკლიაში 110 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი აშენდა. ახალი ბაღი თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აშენდა და ადაპტირებულია შშმ პირთათვის. მოეწყო შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები.
"ზუგდიდის სააღმზრდელო დაწესებულებებში განვაახლეთ სასწავლო პროცესი. დღეს ვიმყოფებით ანაკლიაში, სადაც 110 ბავშვზე გათვლილი ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი ავაშენეთ. მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს კიდევ ორი ბაღის მშენებლობა და ინფრასტრაქტურის განახლება გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა დაწესებულება თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი არ გახდება“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.
მალხაზ თორიას ინფორმაციით, სააღმზრდელო დაწესებულებებში დაცული იქნება ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გასცა.
„კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში“ საბავშვო ბაღებს დეზინფექცია ჩაუტარდა. რეკომენდაციების შესრულებაზე კონტროლი ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.
ანაკლიის საბავშვო ბაღში სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა და მისი ღირებულება 1.9 მილიონი ლარი