თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის №2 საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა.
პროექტის ფარგლებში აშენდა სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა, რომელიც 60 მოსწავლეზეა გათვლილი.
შენობა აღჭურვილია ახალი ინვენტარითა და ტექნიკით. დაწესებულება ადაპტირებულა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. ასევე მოეწყო სკოლის ეზო და ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი.
სკოლის მშენებლობა 2019 წლის სექტემბერში დაიწყო და 2020 წლის დეკემბერში დასრულდა, აღნიშნული სამუშაოები შპს ,,ჯავა“ -ს მიერ განხორციელდა და პროექტის ღირებულებამ 1.1 მილიონი ლარი შეადგინა.
სამშენებლო სამუშაოები საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში თერჯოლაში 3 ახალი სკოლა აშენდა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1 სკოლას და მიმდინარეობს კიდევ 2 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია.
გარდა ამისა, თერჯოლის მერიის ინიციატივით მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა საჯარო სკოლაში მცირემასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა საკლასო ოთახებს, რეაბილიტირდა ავარიული სახურავები,მოეწყო ადაპტირებული სველი წერტილები და სპორტული დარბაზები.
საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა მუნიციპალიტეტის მერია და დონორი ორგანიზაციები აფინანსებენ.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.