კორონავირუსის პანდემიით შექმნილი გამოწვევების დასაძლევად, საზოგადოების სოციალურად დაუცველი ფენის თანადგომის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ქალაქად და სოფლად მცხოვრებ 120 სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახსა და მარტოხელა ხანდაზმულზე სასურსათო პროდუქტების გაცემა განახორციელა.
სასურსათო პაკეტების დარიგების პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი და მერის წარმომადგენელი ქალაქ სენაკში, გოჩა ჭანტურია ესწრებოდნენ.
2020 წელს, აღნიშნულ მიზნობრივ ჯგუფს სასურსათო პროდუქტები სამ ეტაპად დაურიგდა.
მუნიციპალიტეტის მერიის, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის ერთობლივი ძალისხმევით, სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1500-მდე განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახს ჰიგიენური საშუალებებისა და სასურსათო პროდუქტებისაგან შემდგარი პაკეტები გადაეცა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.