ქალაქ ჯვარის კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია.
პროექტის მიხედვით, კულტურის სახლში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მთლიანად შეიცვალა შიდა და გარე ინფრასტრუქტურა.
პროექტის ღირებულება შეადგენს 583 221 ლარს.
მიმდინარე სამუშაოები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასიამ და მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა გელა სალიამ დაავალიერეს.
კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი 2016 წელს განხორციელდა.
ქალაქ ჯვარში კულტურის სახლი 1975-1976 წლებში აშენდა და მას 600 მაყურებელზე გავლილი დარბაზი აქვს.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.