ამბროლაურის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.
რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირები ეტაპობრივად იცრებიან.
ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე და პირველი მოადგილე დავით გოგლიძე დაესწრნენ.
,, დღეს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ვაქცინაცია დაიწყო. იმუნიზაცია არის უმნიშვნელოვანესი პროცესი იმ გამოწვევის დასამარცხებლად, რასაც COVID 19 ჰქვია. ამ ეტაპზე ვაქცინას ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები იკეთებენ, თუმცა პროცესი რა თქმა უნდა გაგრძელდება და ეტაპობრივად სხვა ჯგუფებსაც მოიცავს “-აღნიშნა ზვიად მხეიძემ.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 340 დოზა მიიღო.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან დაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას!
აცრა ნებაყოფლობითია!
რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/
რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://fb.watch/4c2mI8hKtj/
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.