ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

  • 2021-03-21 14:23:54

ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროცესს ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია ფოთის მერთან გოჩა კურდღელიასთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან ბექა ვაჭარაძესთან და მერის პირველ მოადგილესთან კონსტანტინე თოფურიასთან ერთად გაეცნო.

სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, დასასვენებელი ბაქნები და საბავშვო მოედნები, გარე განათების სისტემა, ღია სასცენო ნაგებობა. ამ ეტაპზე პარკში, სხვადასხვა სამუშაოებთან ერთად, ატრაქციონების მონტაჟი მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტერიტორიის მწვანე (დეკორაციული და ხე მცენარეები) ნარგავებით შევსება, ახალი შადრევნების მოწყობა და სხვა ღონისძიებები.

ფოთის ცენტრალური პარკი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ობიექტია.

პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქს განახლებული დასვენებისა და გართობის კერა ექნება.

 

იხილეთ ვიდეო

მსგავსი პოსტები