აბაშის მუნიციპალიტეტში COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. პირველ ეტაპზე აცრები სამედიცინო პერსონალს უტარდება.
ვაქცინაცია აბაშის საოჯახო მედიცინის ცენტრი „შანში“ მიმდინარეობს.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ერთ-ერთმა პირველებმა, აბაშის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმმა, სალომე ნაროუშვილმა და ექიმმა, პაატა ქურდოვანიძემ გაიკეთეს.
აცრის პროცესს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მამუკა კვიტაშვილთან ერთად დაესწრო.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 დოზა აბაშის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურმა 14 მარტს მიიღო. ამცრელი კაბინეტის მედპერსონალმა გაიარა შესაბამისი ტრენინგი.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ექვემდებარება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი. ვაქცინაცია ინფექციისაგან დაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა.
სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირების ვაქცინაცია ხორციელდება სპეციალურ ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრაციის მიხედვით.
აცრა ნებაყოფლობითია!
ერთად შევაჩეროთ COVID-19-ის პანდემია!
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.