ხარაგაულის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრში, დღეს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.
პირველი ვაქცინა ექიმმა ქეთინო აბრამიშვილმა გაიკეთა.
ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის გიორგი ამურველაშვილის ინფორმაციით, დღეს სპეციალურ პორტალზე ხარაგაულის სამედიცინო სფეროს 10 თანამშრომელია დარეგისტრირებული.
ხარაგაულში კოვიდ19-ის ვაქცინაციის დაწყების პროცესს პირდად ხელმძღვანელობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი, გოჩა გიორგიძე, რომელიც მოსახლეობას მოუწოდებს, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ აცრის პროცსში, რადგან კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არის ერთადერთი საშუალება პანდემიის დასამარცხებლად.
ვაქცინაციის პროცესს ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორთან, შმაგი ხიჯაკაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო მერის პირველი მოადგილე, რომელიც პირადად მიადევნებს თვალს ხარაგაულში ამ პროცესის მიმდინარეობას.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში აცრები მხოლოდ რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში ჩატარდება.
ვაქცინაციის პირველ ეტაპზე მედ-პერსონალი და სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულ თანამშრომლები აიცრებიან.
ვაქცინაცია კეთდება ორჯერადად (მეორე აცრა 8-12 კვირის ვადაში). აცრილ ადამიანს მიეცემა დამადასტურებელი ცნობა.
COVID-19-ით ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ით ვაქცინაციას!
აცრა ნებაყოფლობითია!