თერჯოლის მუნიციპალიტეტში , შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ,,ასტრაზენეკა“-ს ვაქცინით მიზნობრივი ჯგუფების აცრა დაიწყო.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად პირველ ეტაპზე ჯადაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი - ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორანტი, სტომატოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი, ადმინისტრაციული მუშაკები (მენეჯერი, მძღოლი, რეგისტრატორი და ა.შ) რეგისტრირდება.
თერჯოლაში, ამ ეტაპზე ვაქცინაცია ორი სამედიცინო დაწესებულების, სს ,,ევექსის კლინიკები" თერჯოლის კლინიკისა და შპს ,,იმერმედი - იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრის მედ.პერსონალს ჩაუტარდება.
მიმდინარე პროცესს მუნიციპალიტეტის მერი, ლაშა გოგიაშვილი დაესწრო, რომელმაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, ვაქცინაციის პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და ჯანმრთელობა უსურვა.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 5 500 დოზა უკვე იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტშია გადანაწილებული.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ით ვაქცინაციას!
COVID-19-ის ვაქცინაცია ინდივიდუალური უფლება და საყოველთაო პასუხისმგებლობაა!
აცრა ნებაყოფლობითია!
რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/
რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://fb.watch/4c2mI8hKtj/
თერჯოლის მუნიციპალიტეტში , შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ,,ასტრაზენეკა“-ს ვაქცინა მედიკოსებს ეტაპობრივად ჩაუტარდება.