ზესტაფონში, ქვედა საზანოს ბაღის ახალი შენობა გაიხსნა.
სოფელ ქვედა საზანოში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაასრულა. უახლესი სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი შენობა, ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ, მოადგილემ, ელგუჯა კვეტენაძემ და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
გიორგი გოგლიჩიძემ, ადგილობრივებს, სოფლისთვის მეტად მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტის, წარმატებით დასრულება მიულოცა და აღნიშნა, რომ სკოლამდელი აღზრდა, ქვეყნისთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ორსართულიანია და 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. საბავშვო ბაღში მოეწყო სათამაშო, სასადილო და საძინებელი ოთახები. დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა, აღიჭურვა ახალი ინვენტარით. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. პროექტის ფარგლებში, გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყო საბავშვო ბაღის ეზო.
ახალი საბავშვო ბაღი, გარდა ზესტაფონის ოთხი სოფლისა, მეზობელი მუნიციპალიტეტის ორ სოფელსაც მოემსახურება. განახლებული ინფრასტრუქტურა კი იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ ბავშვებმა განათლება საკუთარ სოფელში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ გარემოში მიიღონ.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.