ტყიბულში, ახალი მე-4 საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა.
ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი ყოფილი მე-4 ბაღის ტერიტორიაზე აშენდა. 50 ბავშვზე გათვლილი ორსართულიანი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობისთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 739 200 ლარი გამოიყო.
საბავშვო ბაღში მოეწყო სათამაშო, სასადილო და საძინებელი ოთახები, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა, აღიჭურვა ახალი ინვენტარით.
შენობა და მიმდებარე ტერიტორია ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ეზოს კეთილმოწყობაც.
თანამედროვე სტანდარტების შენობა, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნატალია კობახიძემ და მერის მოადგილემ სოფიო ბოჭორიშვილმა დაათვალიერეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობასაც გაეცვნენ.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.