აჭარის დაბებში და სოფლებში წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია დაიწყო.
აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურით 30 000 პირი ისარგებლებს
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ,,აჭარის წყლის ალიანსის” ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. თორნიკე რიჟვაძე დეტალურად გაეცნო აჭარის დაბებსა და სოფლებში წყლისა და წყალარინების პროგრამის მიმდინარეობას.
წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურით 6000 ოჯახი ისარგებლებს. პროგრამა გერმანია-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობისა და ევროკავშირის მიერ საქართველოს ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში ხორციელდება და ბიუჯეტი 59,5 მილიონ ევროს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ კურორტ გოდერძიზე, პირველად მოეწყობა წყალმომარაგების თანამედროვე სისტემა.
პროგრამის მიზანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სისტემის დანერგვა, საინვესტიციო და ტურისტული მიმზიდველობის ზრდა, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, გარემოს დაცვა და წყლის რესურსების შენარჩუნება.
აჭარის დაბებში და სოფლებში წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია იწყება.
სისტემების სარეაბილიტაციოდ სს „აჭარის წყლის ალიანსმა“ 2020 წლის დეკემბერში საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია რეაბილიტაციის ჩატარება შემდეგი დაბებისა და სოფლებისთვის:
ხულოს მუნიციპალიტეტი: დაბა ხულო, ქვემო ვაშლოვანი, ოქრუაშვილები, დუაძეები, დიოკნისი, დეკანაშვილები, ზემო დეკანაშვილები, განახლება, ძირკვაძეები, თხილაძირი, გურძაული და ძმაგულა.
შუახევის მუნიციპალიტეტი: დაბა შუახევი, გომარდული, სხეფი, სხეფელა, თერნალი, ღორექეთი, ვარჯანაული, წანკალაური, ჭალა, წყაროთა, ბრილი, ზემო ხევი, ბარათული, კვიახიძეები, გოგაძეები და ტბეთი.
ქედის მუნიცპალიტეტი: დაბა ქედა, ტიბეთა, ვაიო, აქუცა, მილისი, უჩხითი და ქოსოფელი.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი: ერგე, ჯოჭო, კირნათი და კობალეთი.
ქობულეთის მუნიციპალიტეტი: ოჩხამური, ცეცხლაური, ჯიხანჯური, მუხაესტატეს დასახლება, ქვედა კვირიკე და ჩაქვისთავი.