ბათუმში წყალარინების სისტემის რეაბილიტაციის შემდეგ, გზის საფარის აღდგენა ხორციელდება.
ამ ეტაპზე, ასფალტის საფარის დაგება აეროპორტის გზატკეცილზე, ფრიდონ ხალვაშის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე მონაკვეთში მიმდინარეობს.
აღნიშნული სამუშაოებისთვის მილიონამდე ლარია გათვალისწინებული.
მიმდინარე სამუშაოებს არჩილ ჩიქოვანი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბათუმის მაჟორიტარ დეპუტატთან, ტიტე აროშიძესთან ერთად გაეცნო.
,,ჩვენ ახლა აეროპორტის გზატკეცილზე ვიმყოფებით, სადაც უკვე დასრულდა წყალარინების სისტემის მოწყობა. შესაბამისად, აღნიშნულ ტერიტორიაზე დავიწყეთ საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები. გარდა ამ მონაკვეთისა, მსგავსი ტიპის ღონისძიებები ყველა იმ ქუჩაზე მიმდინარეობს, სადაც უკვე დავასრულეთ კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობა. ასევე, მინდა მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია, რომ იგეგმება ბაგრატიონის ქუჩის რეკონსტრუქცია. უკვე დასრულების ეტაპზეა სატენდერო პროცედურები. გარდა ამისა, ტენდერი გამოცხადდა გოგოლის ქუჩისა და ბარცხანის ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაციასთან დაკავშირებით” - არჩილ ჩიქოვანი.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.