ქ. მცხეთაში კოსტავას ქუჩის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელსაც რეგიონული განვითარების ფონდისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით სამშენებლო კომპანია შპს „ხარისხი“ ახორციელებს.
სკვერში მოეწყობა ორი საბავშვო ზონა, დაიგება რეზინის ფილები, მოეწყობა ქვიშის მოედანი, ორდონიანი ატრაქციონები, საბავშვო გასართობი ატრაქციონები, საქანელა და აიწონა-დაიწონა. არსებული სკვერი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის , საპროექტო დოკუმენტაცია ითვალისწინებს პანდუსის მოწყობის და მოსასვენებელი ზონების ისე მოწყობას , რომ არ გაჭირდეს მათთვის გადაადგილება და დასვენება.
მოსასვენებელ ზონაში მოეწყობა სკამები, ურნები, ლამპიონები, მოხდება ძველი ფანჩატურის გამაგრება, მოპირკეთდება და მოეწყობა მაგიდა და სკამები. სკვერის შიდა პერიმეტრზე მოხდება ბეტონის დეკორატიული 3 დ ფილების დაგება . დაირგვება ღვია, ბურთისებრი წყავი, ფოტინია, ტუია, ვერცხლისფერი ნაძვი, ვერცხლისფერი კიპარისი და სეზონური ქრიზანთემები.
სკვერის გარშემო კედლები და ლენტური სარტყელი მოპირკეთდება , ასევე მოხდეება მოაჯირის დაზიანებული მხატვრული დეტალებვის აღდგენა, გაწმენდა და შეღებვა. პროექტით გათვალისწინებულია სანიაღვრის და დეკორატიული შადრევანის მოწყობა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.