მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდს უახლოეს პერიოდში ახალი სკოლა და საბავშვო ბაღი ექნება.
დასრულებულია სკოლის შიდა ინტერიერის მოწყობა-მოპირკეთება და აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს ეზოს კეთილმოსაწყობად, სადაც ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანიც განთავსდება. სკოლა 90 მოსწავლეზეა გათვლილი, ის ორსართულიანი იქნება და თა ნამედროვე სტანდარტების ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
სოფელში, ასევე, აშენდა ახალი საბავშვო ბაღი. კეთილმოეწყო ბაღის ეზო. იგი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. ბაღში დაცულია უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები და ადაპტირებულია შშმ პირთათვის. უახლოეს მომავალში გამოცხადდება შესაბამისი ტენდერი და ბაღი ინვენტარით აღიჭურვება.
პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერაა დაფინანსებული. შეგახსენებთ, რომ 2020 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტში ოთხი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა სოფელ ბიწმენდში, ძველ ქანდაში, აღდგომლიანთკარსა და ვაზიანში. პროექტს კომპანია „სპეცმონოლითი“ ახორციელებს და მისი სახელშეკრულებო ღირებულება ოთხივე ბაღზე 2 859 150 ლარს შეადგენს.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.