რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საგანგებო შტაბის მორიგი სხდომა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საგანგებო შტაბის მორიგი სხდომა გაიმართა

  • 2020-11-03 16:11:10

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საგანგებო შტაბის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც რეგიონში კორონავირუსის პრევენციის მიზნით  განსახორციელებელ ღონისიებებზე იმსჯელეს. 

სხდომაზე სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მაქარაშვილმა განაცხადა,რომ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ოთხივე მუნიციპალიტეტში ისევ აქტიურად უნდა გაგრძელდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და შენობების დეზიფექცია,ასევე პირბადის ტარება უნდა მოხდეს,როგორც დახურულ ისე ღია სივცეებში,რაზეც შესაბამისი მონიტორინგი განხორციელდება. 

ძირითადი აქცენტი გაკეთდა თვითიზოლაციაში მყოფი პირების მიერ წესების დაცვის კონტროლზე,რათა ვირუსის გავრცელების რისკი იქნას მაქსიმალურ დონემდე შემცირებული.ამ მიზნის მისაღწევად რეგიონებში ისევ აქტიურდებიან მობილური ჯგუფები და ქოლ ცენტრის თანამშრომლები,რომლებმაც უნდა შეამოწმონ თვითიზოლაციაში მყოფი პირების მდგომარეობა და სატელეფონო კავშირის მეშვეობით უნდა განხორციელდეს ეფექტური მონიტორინგი.

სხდომას ,სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები,მუნიციპალიტეტის მერები,რაიონული პოლიციის სამმართველოს უფროსები და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები.ესწრებოდნენ. 

მსგავსი პოსტები