წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში ახალი სკოლის მშენებლობა მაისში დასრულდება. აღნიშნული პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 534 000 ლარით ფინანსდება. სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შენდება და 240 მოსწავლეზეა გათვლილი. სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა სკოლის მშენებლობის პროცესი დაათვლიერა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიამ სკოლასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციოდ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
„ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება სკოლის გზის მშენებლობა, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა დავიწყოთ. ამჯერად მშენებლობის მიმდინარეობა დავათვლიერეთ, რომ შესაბამისად - დათქმულ ვადებში დაიგეგმოს გზის სამუშაოებიც“ - განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გეგუთის გარდა ახალი სკოლის მშენებლობა სოფელ ჩუნეშშიც მიმდინარეობს.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.