ბორჯომში საერთაშორისო სტანდარტების პროფესიული კოლეჯი აშენდება.
პროექტის მიხედვით, შენობაში მოეწყობა თეორიული სწავლების აუდიტორიები, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, კაფეტერია, თანამედროვე სტანდარტების ღია სპორტული მოედანი და სარეკრეაციო სივრცე. კოლეჯი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის.
კოლეჯში დაინერგება მოკლევადიანი და მომზადება-გადამზადების კურსები ზრდასრულებისთვის, ასევე სადიპლომო და საშუალო პროფესიული პროგრამები. ძირითადი აქცენტი გაკეთდება ტურიზმისა და მასპინძლობის მიმართულებაზე, ასევე რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროგრამებზე, კერძოდ: სატყეო, ხის გადამუშავების და სხვადასხვა სახელობო პროფესიებზე.
კოლეჯი აქტიურად ითანამშრომლებს როგორც ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ასევე კერძო სექტორთან, რადგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კოლეჯის მიერ შეთავაზებული ყველა პროგრამა თანხვედრაში იყოს ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნებთან და მოსახლეობის საჭიროებებთან.
ბორჯომის პროფესიული კოლეჯის მშენებლობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.პროექტს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს და მისი ღირებულება დაახლოებით ათი მილიონ ლარს შეადგენს.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.