დასრულდა ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტის გაფართოების სამუშაოები, რის შემდეგაც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა გაორმაგდება და წელიწადში 1 200 000 მგზავრის მომსახურებას შეძლებს.
პროექტი TAV Georgia-მ განახორციელა. აღსანიშნავია, რომ პანდემიის მიუხედავად როგორც ქუთაისის, ისე ბათუმის აეროპორტების მშენებლობა არ შეჩერებულა. აეროპორტის გაფართოება დღის წესრიგში დადგა ქვეყანაში მგზავრთა ნაკადის ზრდის გამო. 2019 წელს ბათუმის აეროპორტში მგზავრთა რაოდენობამ 600 000-ს გადააჭარბა.
პროექტის ფარგლებში გაფართოვდა არსებული სამგზავრო ტერმინალი შენობა როგორც ჩამოფრენის, ისე გაფრენის მხარეს. ახალი ტერმინალის შენობის მთლიანი ფართობი 4000 კვ.მ-დან 8000 კვ.მ-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, ნაწილობრივ გაფართოვდა ბარგის დამუშავების ზონა, სადაც დაინერგა ავტომატური კონვეიერული სისტემა და დამონტაჟდა დამატებით 1 ბარგის კარუსელი. სარეგისტრაციო დახლები 8-დან 14-მდე, საზღვრის დაცვის ჯიხურები ჩამოფრენაში 6-დან 12-მდე, გაფრენაში კი, 6-დან 8-მდე გაიზარდა. გაფრენის ზონაში დაემატა ავტობუსის 2 გასასვლელი, საერთო ჯამში, მგზავრები ავტობუსის 6 გასასვლელით ისარგებლებენ.
სამშენებლო სამუშაოებში 300-მდე ადგილობრივი დასაქმდა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.