თერჯოლის მუნიციპალიტეტის, სოფელ თუზში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
თუზის ყოვლადწმინდა სამების ტაძრისკენ მიმავალი გზის მოწყობის დასრულებული სამუშაოები თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა პირველ მოადგილესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის პირველი ეტაპი 2020 წელს დაიწყო და 2021 წელს გზის რეაბილიტაცია მთლიანად დასრულდა.
რეაბილიტაციის ფარგლებში, 1,5 კმ გზის ზედაპირი არმირებული ბეტონის საფარით , გვერდულებითა და სანიაღვრე არხებით მოეწყო.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. გზის კეთილმოსაწყობად 547 000 ლარი დაიხარჯა.
სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს „მეკა”-მ შეასრულა.
თუზის საუბნო გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია არა მარტო ადგილობრივებისათვის არამედ, მუნიციპალიტეტისთვის. აღნიშნული გზით სოფლის მოსახლეობა ადმინისტრაციულ ცენტრს უკავშირდება.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.