ქალაქ მცხეთაში ტროტუარების, ბორდიურების და გამწვანების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ფოსტიდან მირიანის ქუჩის ჩათვლით მონაკვეთს მოიცავს.
პროექტი ითვალისწინებს არსებული ამორტიზირებული ბორდიურების დემონტაჟს, ასფალტის საფარის გაჭრას, მის აღდგენას, ბაზალტის ბორდიურების მოწყობას, კედლების მოპირკეთებას, ცალკეული მდგომი ხეების გარშემო ბორდიურების მოწყობას და ხეებისა და ბუჩქების დარგვას. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ნოდო“ ასრულებს. სარეაბილიტაციო პროცესს კი ზედამხედველობას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური უწევს.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.