ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია გააცნო ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მერიაში გამოიყოფა პასუხისმგებელი პირი, რომელიც მსურველ მოქალაქეებს დაჯავშნის პროცესში დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციის პროცესი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. მედპერსონალთან ერთად ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც.
ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია პორტალზე: https://booking.moh.gov.ge/
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, ვაქცინაციაში ჩართვის მსურველ მოქალაქეებს, შეუძლიათ მიმართონ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს, რომელიც დაეხმარებათ საჭირო პროცედურებთან დაკავშირებით.
ვაქცინაცია ტარდება ,,შპს ამბროლაურის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში". (ქ. ამბროლაური, ბრატისლავა-რაჭის ქ. N11).
სოფლის მოსახლეობის ტრანსპორტირებას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას!
COVID-19-ის ვაქცინაცია ინდივიდუალური უფლება და საყოველთაო პასუხისმგებლობაა! ვაქცინაცია ნებაყოფლობითია!
გისურვებთ ჯანმრთელობას!