ორბელისა და ლაჯანას შესასვლელებში საკონტროლო პუნქტები მოეწყო

ორბელისა და ლაჯანას შესასვლელებში საკონტროლო პუნქტები მოეწყო

  • 2020-09-10 16:55:28

ცაგერის მუნიციპალიტეში, ორ ლოკაციაზე - ორბელისა და ლაჯანას შესასვლელებში, საკონტროლო პუნქტები მოეწყო. მოქალაქეებს, რომლებიც გადაადგილდებიან ამ სოფლების მიმართულებით, თერმოსკრინიგი და ტესტირება უტარდებათ.

სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მაქარაშვილი მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ცაგერის მუნიციპალიტეტში არ იზღუდება შესვლა და გასვლა და არ წესდება მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.

 

 

მსგავსი პოსტები