აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოლობნის ტერიტორიაზე, ცენტრალური ავტომაგისტრალის მიმდებარედ, უკვე არსებული აგრობაზრის მოპირდაპირე მხარეს, ახალი აგრობაზრის მშენებლობა დაიწყო.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელს ადგილზე შეხვდა და მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სავაჭრო პავილიონში დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, მათ შეეძლებათ, უსაფრთხო, კომფორტულ გარემოში გაყიდონ სოფლის მეურნეობის პროდუქტი. აგრობაზარი უზრუნველყოფილი იქნება წყალმომარაგებითა და ელექტროენერგიით.
პროექტის ფარგლებში განლაგდება სავაჭრო დახლები, მოსასვენებელი სკამები მგზავრებისთვის. მოეწყობა ავტოსადგომი.
აგრობაზარი გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, აბაშის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით შენდება.
აგრობაზრის მშენებლობა მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დასრულდება.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.