სენაკის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება-რეაბილიტაციის პროცესს აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ.
ინტენსიურ რეჟიმში ვახორციელებთ მასშტაბურ საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ქალაქად და სოფლად, შემდეგ ლოკაციებზე:
ნაფეტვარიძის ქუჩაზე, ღირებულებით - 61 266 ლარი;
ჭავჭავაძის ქუჩაზე - სამხატვრო გალერეადან ხორავას ქუჩამდე და ხორავას ქუჩის რეაბილიტაცია - პროექტის ღირებულება 446 053 ლარს შეადგენს;
ბელიაშვილის ქუჩა - პროექტის ღირებულებაა 40 334 ლარი;
კანკიას ქუჩის პირველი შესახვევი, ღირებულებით - 73 518 ლარი;
ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრის კეთილმოწყობა და საბავშვო ბაღამდე გზის ასფალტირება, ღირებულებით - 159 134 ლარი;
ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის ზემო სორტის უბნის ქვედა მხარის გზის რეაბილიტაციას; პროექტის ღირებულება 271 545 ლარს შეადგენს; მათ შორის - 2021 წელს შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებაა - 20 000 ლარი, 2022 წლის - 71 545 ლარი;
თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში, რკინიგზის გასწვრივ საავტომობილო გზის ასფალტირება, პროექტის ღირებულებაა 184 680 ლარი;
მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში, მენჯი-სახარბედიოს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით - 524 454 ლარი;
თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულიდან მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბათარიასკენ მიმავალი გზის ასფალტირება, პროექტის ღირებულება 383 413 ლარს შეადგენს; მათ შორის - 2021 წელს შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებაა - 356 642 ლარი, 2022 წლის - 26 771 ლარი;
სოფელ მეორე ნოსირის საბარკალაიოს უბნის გზის ასფალტირება, ღირებულებით -315 668 ლარი; მათ შორის - 2021 წელს შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებაა - 268 703 ლარი, 2022 წლის - 46 965 ლარი;
სამუშაოებს სს ,, არქეოპოლისი" აწარმოებს.
ასევე აქტიურად ვახორციელებთ მოსახლეობის საჭიროებაზე მორგებულ სხვა მნიშვნელოვან პროექტებს.