დაბის ცენტრში კულტურისა და დასვენების პარკის სრული რეაბილიტაცია დაიწყო.
პროექტით გათვალისწინებულია: პარკში ადმინისტრაციული შენობის, ველო და საფეხმავლო ბილიკების, ორი შადრევნის, საპირფარეშოს, ხელოვნურსაფარიანი მინისტადიონის, ჭადრაკის მოედნის, წყაროს, 9 აპრილის მონუმენტის, პარკის ტერიტორიის გამწვანების, პარკირების მოწყობა.
აღნიშნული სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 1 836 948 ლარს. სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს,, გია კონსტრაქმშენი’’.
დაბა ასპინძაში უახლოეს მომავალში ახალი რეაბილიტირებული, სრულად კეთილმოწყობილი, მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა შეიქმნება, განახლებული ინფრასტრუქტურით და დასვენების ადგილებით, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მუნიციპალიტეტის და რეგიონის ტურისტული განვითარების კუთხით.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.