მნიშვნელოვანი ინფორმაცია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციით აცრის მსურველთათვის

მნიშვნელოვანი ინფორმაცია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციით აცრის მსურველთათვის

  • 2021-04-05 13:10:30

მნიშვნელოვანი ინფორმაცია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციით აცრის მსურველთათვის.

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში, ამჟამად ვაქცინაცია ხორციელდება, მხოლოდ, ამბროლაურის საავადმყოფოში.

ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებაში.

რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/

რეგისტრაციის ინსტრუქცია:

https://fb.watch/4c2mI8hKtj/

თუ მოქალაქე თავად ვერ უზრუნველყოფს პორტალზე რეგისტრაციას დახმარებისათვის შეუძლია მიმართოს ამბროლაურის საავადმყოფოს, საზოგადოებრივ ჯანდაცვას, უბნის ექიმს ან ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი - 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

მსგავსი პოსტები