სამთავროს დედათა მონასტერთან ავტოსადგომისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა მიმდინარეობს.
მოხდა დაზიანებული ასფალტის მოხსნა და სამშენებლო ნარჩენების გატანა. ამჟამად, მიმდინარეობს საფუძვლის ქვედა ფენის მოწყობა ქვიშა-ხრეშოვანი მასალით.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მთავარი ქუჩიდან ახალი გზის მოწყობა, ბეტონის ბორდიულები ბეტონის საფუძველზე, ავტოსადგომისა და დიოდური ნათურების მოწყობა მთელ მიმდებარე პერიმეტრზე, არსებული საკანალიზაციო ჭების მოყვანა გზის საპროექტო ნიშნულამდე, საგზაო ნიშნებისა და ზღუდარის მონტაჟი, ლითონის დგარების მომზადება განათების ფარნებისთვის და ლითონის განათების დგარებზე დეკორატიული ჯაჭვის დამონტაჟება.
სამშენებლო სამუშაოებს, რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,სუხო“ ახორციელებს სახელშეკრულებო თანხით, რომელიც 181 387 ლარს შერადგენს.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.